Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი: ბუჩის მსხვერპლთა უდანაშაულო სისხლი შეჰღაღადებს ცას და დანდობას ევედრება


რომის პაპმა ფრანცისკემ დაგმო, მისი თქმით, „ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში“, უკრაინის ქალაქში, სადაც ათობით სამოქალაქო პირის გვამები აღმოაჩინეს საძმო საფლავებსა და ქუჩებში. მრავალთა აზრით, ბუჩაში საქმე გვაქვს რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებთან.

პაპმა, ბუჩიდან ჩამოტანილი, ბრძოლებში დალაქავებული უკრაინის დროშით ხელში, 6 აპრილს ვატიკანში, თავის ყოველკვირეულ აუდიენციაზე, თქვა, რომ „უკრაინაში ომის შესახებ უკანასკნელმა ცნობებმა შვების ნაცვლად მოიტანა ახალი სიმხეცე, როგორიცაა ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში.“

„სულ უფრო და უფრო შემაძრწუნებელი სისასტიკე, ჩადენილი დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ქალებისა და ბავშვების მიმართ. ეს არიან მსხვერპლნი, რომელთა უდანაშაულო სისხლი შეჰღაღადებს ცას და დანდობას ევედრება“, - თქვა პონტიფექსმა უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებთან შეხვედრისას.

ბუჩიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ ქალაქში შესული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ათობით მოკლული სამოქალაქო პირი, რომელთაგან ბევრი ეზოებში, ქუჩებსა და საკუთარ სახლებში იყო დახვრეტილი. ბევრ მათგანს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და ბუჩის ტრაგედიას „დადგმულს“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG