არ ჭამონ და არ დალიონ სამშვიდობო მოლაპარაკების განმავალობაში - აფრთხილებს უკრაინა პირებს, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობენ.
28 მარტს გავრცელდა ცნობა, რომ რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს და მარტის დასაწყისში გამართული მოლაპარაკების უკრაინელ მონაწილეებს მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.
გაფრთხილებით გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. „ჩემი რჩევაა ყველას მიმართ, ვინც მონაწილეობს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაში, არ ჭამონ და არ დალიონ არაფერი და უკეთესი იქნება, თუ არ შეეხებით ზედაპირებს", - მოჰყავს Sky News-ს კულებას სიტყვები.
მინისტრის გაფრთხილების პარალელურად, თურქეთში 29 მარტს დაიწყო უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელსაც თურქეთი შუამავლობს.