Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7-ის ლიდერებმა რუსეთი გააფრთხილეს ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე


"დიდ შვიდეულის" ლიდერები
"დიდ შვიდეულის" ლიდერები

ლიდერებმა „დიდი შვიდეულისა“, რომელიც მსოფლიოს ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს აერთიანებს, მოსკოვი გააფრთხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

ამის თაობაზე ნათქვამია ხუთშაბათს ბრიუსელში გამართული სამიტის შედეგების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში.

"ჩვენ ვაფრთხილებთ ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენების ნებისმიერი საფრთხის თაობაზე", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ჯგუფის სახელით მორიგე ქვეყანამ, გერმანიამ გაავრცელა.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმული მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მზადყოფნა, მიიღონ უკრაინიდან ლტოლვილები.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები მოუწოდებენ ასევე ნავთობისა და გაზის მწარმოებელ ქვეყნებს, "პასუხისმგებლობით იმოქმედონ“ საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლების მარაგების გაზრდასთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ OPEC-მა ამაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ მზად არის საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცროს რუსეთის მიმართ სანქციები. მსგავსი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმაც გააკეთა.

XS
SM
MD
LG