Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და უკრაინამ მიმდინარე ომში პირველად გაცვალეს ტყვეები


ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი
ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი

ხუთშაბათს რუსეთმა და უკრაინამ მიმდინარე საომარი მოქმედებების განმავლობაში პირველად გაცვალეს ტყვეები, ჯამში - 40 ადამიანი. თავდაპირველად 10 უკრაინელი სამხედრო ტყვე 10 რუს სამხედრო ტყვეში გაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრზე, ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით განხორციელდა სამხედრო ტყვეების სრულყოფილი გაცვლა. ტყვედ აყვანილი 10 კაფირის (არაბულად „ურწმუნოს“ ნიშნავს) სანაცვლოდ, ჩვენ გამოვიხსენით 10 ჩვენი სამხედრო მოსამსახურე“, - დაწერა თავის ფეისბუკში ვერეშჩუკმა.

უკრაინელი მინისტრის თანახმად, სამხედროების გარდა, ასევე მოხდა სამოქალაქო პირების გაცვლაც. კერძოდ, ლაპარაკია სამაშველო გემ „საპფირის“ 19 უკრაინელ სამოქალაქო მეზღვაურზე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ზმეინის კუნძულზე დაატყვევეს. ისინი იმ 11 რუს მეზღვაურში გაიცვალნენ, რომლებიც ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან ამოიყვანეს. ვერეშჩუკის თქმით, გაცვლის პირობებიდან გამომდინარე, უკრაინაში გადარჩენილი გემიც დაბრუნდება და შემდეგ თურქეთის პორტში გაემგზავრება.

საინფორმაციო ტელემარათონის დროს „ტვ-5“-ის ეთერში ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ გათავისუფლებული უკრაინელები დღეს ან ხვალ უკვე თავიანთ სახლებში იქნებიან.

XS
SM
MD
LG