Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გააუქმეს კანონი აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ


ორგანიზაცია "არუაას" წევრები სოხუმში
ორგანიზაცია "არუაას" წევრები სოხუმში

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა კანონში „სამოქალაქო მდგომარეობის თაობაზე აქტების შესახებ“ და სამოქალაქო კოდექსში გააუქმეს ადრე მიღებული შესწორებები, რომლებიც ითვალისწინებდა „აფხაზური ეროვნების აღდგენის“ შესაძლებლობას. ამის შესახებ იტყობინება ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო არ შედგა მიტინგი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო სოხუმში, თავისუფლების მოედანზე.

მანამდე ვეტერანებმა მოუწოდეს აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას, ვეტო დაედო შესწორებებზე, რომლებიც აფხაზ და უცხოელ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეობის გარეშე მყოფ პირებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, „აფხაზური ეროვნული კუთვნილების აღდგენის“ უფლებას აძლევს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივით 2021 წლის 1 მარტს გამოვიდა აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია. სააგენტო „აფსნიპრესმა“ მაშინ გამოაქვეყნა ცნობა სათაურით „სამურზაყანოელი აფხაზები შეძლებენ ეროვნული კუთვნილებისა და ძველი გვარების აღდგენს“. კანონპროექტი პირველი წაკითხვით იქნა მიღებული 2021 წლის 31 მარტს, მეორით და მესამით - მიმდინარე წლის 21 მარტს.

„არუააში“ მიაჩნიათ, რომ შესწორების მიზანია აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ.

XS
SM
MD
LG