Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლის დახმარების დაბლოკვა „21-ე საუკუნეში მიუღებელია“ - მსოფლიო სურსათის პროგრამა


მარიუპოლი, უკრაინა.
მარიუპოლი, უკრაინა.

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამა (WFP) ამბობს, რომ ვერ სწვდება უკრაინის სამხრეთ ქალაქ მარიუპოლში ჩარჩენილ ათასობით ადამიანს, რადგან ის მთლიანად არის გარშემორტყმული რუსული ძალების მიერ.

WFP-ის საგანგებო სიტუაციების კოორდინატორმა, იაკობ კერნმა, AFP-ს განუცხადა, რომ მარიუპოლში საკვების გადაუდებელი მიწოდების ხელშეშლის ტაქტიკა „მიუღებელია 21-ე საუკუნეში“.

სიტუაცია უკრაინის ალყაში მოქცეულ ქალაქებში არის „მძიმე“, ამბობს ის, და მისი ორგანიზაცია ვერ ახერხებს მარიუპოლამდე მისვლას, რადგან სატვირთო მანქანების მძღოლებს არ სურთ საფრთხე შეუქმნან საკუთარ თავს.

„რაც უფრო უახლოვდებიან ამ ქალაქებს, მით უფრო აწუხებთ თავიანთი უსაფრთხოება“, - ამბობს კერნი და ამატებს: „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, მივწვდეთ ხალხს მარიუპოლში, სუმიში, ხარკოვში, ქალაქებში, რომლებიც თითქმის გარშემორტყმულია, ან - მთლიანად, როგორც მარიუპოლი”.

XS
SM
MD
LG