Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიტოპოლის მოსახლეობა გატაცებული მერის გათავისუფლებას ითხოვს


უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსული სამხედრო ძალების კონტროლქვეშაა, ასეულობით მოქალაქე მოითხოვს გატაცებული მერის გათავისუფლებას.

მოსახლეობა მელიტოპოლის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და 11 მარტს გატაცებული მერის, ივან ფედოროვის გათავისუფლებას ითხოვენ.

ინფორმაციას ავრცელებს კირილ ტიმოშენკო, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე.

მოქალაქეები ქუჩაში დროშებით გამოვიდნენ და სკანდირებენ „გაათავისუფლეთ მერი!“

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, 11 მარტს ფედოროვს გატაცებისას თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს.

რუსული მხარე ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.

XS
SM
MD
LG