Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის მართვაში გადადის


 გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“, 2016 წელი.
გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“, 2016 წელი.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებითა და 2022 წლის 3 მარტს გამოცემული ბრძანების მიხედვით, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) ეროვნული მუზეუმის მართვიდან გამოდის და ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად, მუზეუმთა ახალ ჯგუფს ქმნის. ორივე მუზეუმის მართვაზე პასუხისმგებლობა ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს, ნინო ჭიპაშვილს დაეკისრა.

"2022 წლის 3 მარტის ბრძანების თანახმად, დირექტორს დაევალა, მოცემულ პოზიციაზე დანიშვნიდან 4 თვის ვადაში, სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და კულტურის მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რათა ნათელი იყოს, როგორი ინფრასტრუქტურა და რა ქონება გადაიბარა მუზეუმთა ჯგუფის ახალმა დირექტორმა", - ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ქარვასლის გამოყოფა ეროვნული მუზეუმის შემადგენლობიდან ნაწილია იმ პროცესის, რომელსაც კულტურის სამინისტრო სამუზეუმო სფეროს რეფორმას უწოდებს და რაც ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფი მუზეუმების დამოუკიდებლად გამოყოფაში ან მუზეუმთა ახალ ჯგუფებში გაწევრიანებაში გამოიხატება. სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ეს პროცესი ეროვნული მუზეუმის დასუსტებას და მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრების სამუზეუმო სფეროში დანიშვნას ემსახურება.

ნინო ჭიპაშვილი, რომელიც ახალშექმნილი მუზეუმთა ჯგუფის დირექტორია, ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი.

XS
SM
MD
LG