Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსული ჯარები არ იცავენ „დუმილის რეჟიმს“, ევაკუაცია გადაიდო


რუსული მხარე არ იცავს „დუმილის რეჟიმს“ და განაგრძობს როგორც მარიუპოლის, ისე მისი შემოგარენის დაბომბვას, იტყობინება მარიუპოლის საკრებულო. ამის გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.

„ვთხოვთ მარიუპოლის ყველა მცხოვრებს, დაიშალონ და წავიდნენ თავშესაფრებისკენ. ევაკუაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში განთავსდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან „დუმილის რეჟიმის“ დამყარებისა და ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან უკრაინაში „დუმილის რეჟიმი“ გამოაცხადა.

რუსული მხარე ამბობს, რომ უკრაინელებთან შეთანხმებით გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან - მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან.

XS
SM
MD
LG