Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაიმუნი ყუმბარით“ - ასე აფასებენ ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურებზე შეჭრილ სამხედროებს


არ იცით, რას აკეთებთ, არ იცით, რას სჩადიხართ“, - ორიოდე დღის წინ ამ სიტყვებით მიმართა ჩერნობილის ზონაში შეჭრილ რუს ჯარისკაცებს პიოტარ კოტინმა, სახელმწიფო საწარმოენერგოატომისხელმძღვანელმა. მას შემდეგ რუსული სამხედრო ძალები შეიჭრნენ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზეც. სფეროს სპეციალისტებმა რადიო თავისუფლებისა და Сurrent Time-ის ეთერში, მომხდარი შეაფასეს.

ჰერმან გალუშჩენკო
ჰერმან გალუშჩენკო

ჰერმან გალუშჩენკო, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: „როცა რაკეტებს ისვრიან, ბალისტიკურ რაკეტებს, დიდია რისკი იმისა, რომ რაკეტა შემთხვევით თუ არც ისე შემთხვევით, ატომურ სადგურს მოხვდეს. ატომური ელექტროსადგურების გენერაციის სისტემა მთელ უკრაინას მოიცავს: როვენცკის ატომური ელექტროსადგური, ხმელნიცკის, სამხრეთ უკრაინის, სადაც 3 ბლოკია და ზაპოროჟიის - 6 ბლოკით. რომელიმე ერთი სადგურის თავზე რომც ჩაკეტო ცა, ეს საკმარისი არ იქნება... მოუწოდო უკრაინას უსაფრთხოების დაცვისკენ... უკრაინა ისედაც ყოველთვის დიდი სერიოზულობით ეკიდებოდა ამ საკითხს. სწორედ ჩვენ გამოვიარეთ ჩერნობილის კატასტროფა. მოწოდება კარგია, მაგრამ კონკრეტული ქმედებებია საჭირო. ისე არ გამოვიდეს, რომ ჯერ ტრაგედია დატრიალდეს და მერე მიიღონ ზომები“.

კვე მერამდენე დღეა, პერსონალი ტყვედ ჰყავთ აყვანილი და იარაღის მუქარით აიძულებენ ინტერვიუებში თქვან, ყველაფერი რიგზეაო.
პიოტორ კოტინი

სერგეი მირნი, ეკოლოგი: „არ ვლაპარაკობ იმაზე, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს, უკვე რაც მოხდა, ის არის მეგატერორიზმი. ეს რეალური საფრთხეა ევროპისთვის. ჩერნობილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა რეკორდების წიგნში - პირველი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც ომის დროს დაიკავეს, ხოლო ზაპოროჟიის - პირველი ატომური ელექტროსადგური, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს“.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ცეცხლის ქვეშ, 4 მარტი, 2022.
ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ცეცხლის ქვეშ, 4 მარტი, 2022.

ენდრიუ სტაჩბერი, ბირთვული ფიზიკის პროფესორი ავსტრალიაში: „ეს რეაქტორი იმას არ ჰგავს, რომელიც ჩერნობილში 1986 წელს აფეთქდა. სულ სხვანაირია, ეს უნდა იყოს რეაქტორი, რომელშიც წყალი წნევის ქვეშაა... ჩერნობილის რეაქტორს არ ჰქონდა დამცავი გარსი, ამას კი ბეტონის მყარი გარსი აქვს. ის განკუთვნილია როგორც სარაკეტო დარტყმების შესაჩერებლად, ასევე რადიაქტიური ნივთიერებების შესაკავებლადაც იმ შემთხვევაში, თუ რადიაქტიური ზონა დაზიანდა. ვფიქრობ, ყველაზე საშიში მაშინ იქნება, თუკი ხანძარმა გაგრილების სარეზერვო სისტემა დააზიანა, ელექტროენერგია გათიშა ან რამე ამდაგვარი, ასეთ დროს შეიძლება ბირთვი დაზიანდეს. რაც შეეხება იმას, რომ კატასტროფა იმაზე 10-ჯერ დიდი იქნება, ვიდრე ჩერნობილში იყო, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა მაქვს, მეეჭვება. მიუხედავად ამისა, სრულიად ამაზრზენია ის ფაქტი, რომ მიზანში ატომური ელექტროსადგური ამოიღეს“.

გრიგორი პლაჩკოვი, ატომური რეგულაციების სახელმწიფო ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი: „რეაქტორის გარსი მშვიდობიან ყოფაზეა გათვლილი და არა საომარზე. მართალია, ეს სხვა ტიპის რეაქტორია (water-water energetic reactor (WWER), ისეთი მძლავრი არა, როგორიც ჩერნობილის იყო, მაგრამ ეს უსაფრთხოების პრინციპებს არ ცვლის... ცივილიზებულ სამყაროში ტანკებით მიდიან ატომურ ელექტროსადგურთან. აქ იმაზე საუბარი, გაუძლებს-არ გაუძლებს, დაინგრევა-არ დაინგრევა, არასწორი და არაპროფესიულია. ჯარისკაცებს ატომურ სადგურზე არაფერი ესაქმებათ“.

პიოტრ კოტინი. „ენერგოატომისხელმძღვანელი: „რა თქმა უნდა, ატომური ობიექტები დაცულია, თვითმფრინავი რომ თავზე დაეცეს, იმისგანაც კი, მაგრამ გააჩნია, რა შეიარაღებას და როგორ გამოიყენებ მის წინააღმდეგ. თუ შემთხვევით ჩამოვარდება ჭურვი სადმე გვერდით, ელექტროსადგურის ავარიული სისტემა ჩაირთვება და შესაბამისი მექანიზმები ამოქმედდება. თუ საერთოდ უგუნური ხარ, შეგიძლია, მასიური შეტევით, მასიური დარტყმებით მსოფლიო მასშტაბის აფეთქება მიიღო.

გარდა ამისა, საერთოდ გაუგებარია, რატომ შევიდნენ რუსი სამხედროები ჩერნობილის ზონაში. იქ რადიაქტიური ნივთიერებების ძალიან ბევრი სამარხია. 25 წელია, უკრაინელი მეცნიერები ამ სამარხებს აკონტროლებენ და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ახლა კი იქ არიან სამხედროები, რომლებიც ამ ყველაფერში საერთოდ ვერ ერკვევიან. უკვე მერამდენე დღეა, პერსონალი ტყვედ ჰყავთ აყვანილი და იარაღის მუქარით აიძულებენ ინტერვიუებში თქვან, ყველაფერი რიგზეაო.

ჩერნობილის მე-4 რეაქტორის სარკოფანგის მშენებლობა, 1986 წელი.
ჩერნობილის მე-4 რეაქტორის სარკოფანგის მშენებლობა, 1986 წელი.

არ მინდა დავაკონკრეტო, სად არის ეს სამარხები, რომ ახლა იქ არ წავიდნენ, მაგრამ ვიტყვი, რომ ისინი არ არის გამოსაჩენ ადგილას. აგრესორების ყველა ქმედება აისახება მათზე და რადიაციულ ფონს აუარესებს. მძიმე ტექნიკა, აფეთქებები... ეს ყველაფერი გრუნტს აწვება და რადიაქტიური ნარჩენები მტვერთან ერთად ამოდის ზედაპირზე. მაიმუნი ყუმბარით სწორედ ის შედარებაა, რომელიც ახლა ჩერნობილის ზონაში შესულ ხალხზე მახსენდება“.

1986 წლის აპრილში, უკრაინაში ავარია მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

XS
SM
MD
LG