Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქეები უკრაინაში გასაგზავნ დახმარებას აგროვებენ


თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქეები უკრაინაში გასაგზავნ დახმარებას აგროვებენ. ამ ადგილას მოქალაქეები 24 თებერვლის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ყოველდღე იკრიბებიან და აქციის ფორმით უცხადებენ სოლიდარობას უკრაინას.

2 მარტს შეკრების ფორმატი კი განსხვავებულია. ნაცვლად სიტყვით გამოსვლებისა, მოქალაქეებს პარლამენტის წინ მიაქვთ პირველადი საჭიროების ნივთები, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ.

უკრაინაში გასაგზავნი დახმარება უშუალოდ აქციის გარდა, დღის ნებისმიერ დროს გროვდება ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე, 60 ნომერში.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
XS
SM
MD
LG