CNN-ი იუწყება, რომ თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება რუსეთის სამხედრო კოლონას, რომელმაც, ამერიკული კომპანია Maxar-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი სატელიტური სურათების მიხედვით, მიაღწია კიევის შემოგარენს. როგორც ჩანს, მისი სიგრძე 64 კმ-ს აღემატება.
რამდენიმე ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან არა მხოლოდ კოლონის სიდიდით, არამედ ბოლო დღეებში ძალადობის და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზრდით.
ოფიციალური პირები, რომლებიც გაკვირვებული იყვნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისთვის გაწეული სასტიკი წინააღმდეგობით, ახლა შიშობენ, რომ ვითარება უფრო გართულდება.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).