Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფამ და უეფამ რუსეთი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთეს


ფიფამ და უეფამ რუსულ ფეხბურთს მორიგი სანქცია დაუწესეს - ამჯერად გაცილებით მძიმე, ვიდრე წინა. ევროპის და მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს და კლუბებს ეკრძალებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება. აქამდე რუსებს საშინაო მატჩების ჩატარების უფლება ჩამოართვეს და ნეიტრალურ სტადიონებზე თამაში შეეძლოთ, ახალი სანქციის თანახმად კი, უკვე ეს შანსიც აღარ აქვთ.

ამასთან, უეფამ გაწყვიტა რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ სპონსორობის ხელშეკრულება, რომელიც ცხრა თვის წინ ჰქონდა განახლებული და რომლის თანახმადაც, 2024 წლამდე 40 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

XS
SM
MD
LG