Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ვებსაიტი, სავარაუდოდ, Anonymus-მა გათიშა


რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, TASS-ის, ვებსაიტი, სავარაუდოდ, ჰაკერული თავდასხმის შედეგად გათიშულია.

საიტის გათიშვიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში მომხმარებელს ხვდებოდა უკრაინაში რუსეთის ომის საწინააღმდეგო მიმართვა, მის ბოლოში კი ჰაკერთა ჯგუფ Anonymous-ის ლოგო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას კიბერომი გამოუცხადა და გამუდმებით უტევს რუსეთის სამთავრობო საიტებს.

„ძვირფასო მოქალაქეებო. მოგიწოდებთ, შევწყვიტოთ ეს სიგიჟე, არ გაგზავნოთ თქვენი ვაჟები და ქმრები სასიკვდილოდ. პუტინი გვაიძულებს მოვიტყუოთ და გვიქმნის საფრთხეს. ჩვენ იზოლირებულნი ვართ მთელი მსოფლიოსგან, შეწყვიტეს ნავთობისა და გაზის ყიდვა. რამდენიმე წელში ვიცხოვრებთ, როგორც ჩრდილოეთი კორეაში. რად გვინდა ეს? იმისთვის, რომ პუტინი სახელმძღვანელოებში მოხვდეს? ეს არ არის ჩვენი ომი, შევაჩეროთ ის!

ამ შეტყობინებას წაშლიან და რამდენიმე ჩვენგანს დაგვაპატიმრებენ, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვითმენთ.

რუსეთის არაგულგრილი ჟურნალისტები.“

ვინ არიან „ანონიმები“?

ჰაკერული დაჯგუფება „ანონიმების” წევრები აცხადებენ, რომ იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ და თავიანთ თავს „ჰაკტივისტებს” უწოდებენ. მათი მტკიცებით, თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა თუ ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.

„ანონიმების” მტკიცებით, მათი მიზანია ებრძოლონ უსამართლობას, „დაიცვან სუსტები ძლიერებისგან” და „მისცენ ხმა უხმოებს”.

XS
SM
MD
LG