Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, ბრიტანეთში მცხოვრებ უკრაინელებს გაუმარტივა სავიზო პროცედურები


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ სურს რუსეთს აუკრძალოს წვდომა ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებთან და სანქციების ახალ რაუნდს აცხადებს პრეზიდენტ პუტინის მხრიდან უკრაინაში შეჭრის პასუხად.

სანქციები მოიცავს ქონების გაყინვას რუსეთის ყველა მსხვილი ბანკისთვის, მათ შორის VTB Bank-ისთვის, რომელიც რუსეთში სიდიდით მეორე ბანკია - გამოაცხადა ჯონსონმა ხუთშაბათს. ბრიტანეთი ასევე გეგმავს რუსეთის კომპანიებს და მთავრობას აუკრძალოს ფულის მოპოვება ბრიტანეთის ბაზრებზე.

ბრიტანეთი აკრძალავს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ფართო სპექტრის ექსპორტს რუსეთში და რუსეთის ავიაკომპანიას, აეროფლოტს, აუკრძალავს ბრიტანეთის აეროპორტებში დაშვებას.

სანქციების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონსონს აკრიტიკებდნენ, რომ ის გადაჭარბებული სიფრთხილით მოქმედებდა რუსეთის აგრესიასთან მიმართებით.

ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ მანამდე მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა აკრძალონ ვაჭრობა რუსეთის ნავთობით და გაზით და დაბლოკონ უცხოური ინვესტიციები რუსეთში.

ამავე დროს, ბრიტანეთმა გამოაცხადა სავიზო პროცედურების გამარტივების ზომები, რომლებიც ბრიტანეთში მცხოვრები უკრაინელებისთვისაა განკუთვნილი და მათთვის უფრო ადვილს ხდის ვიზების დროებით გახანგრძლივებას ან შეცვლას.

XS
SM
MD
LG