Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთი უკრაინას მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში


თურქეთისპრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიევში, 2022 წლის 3 თებერვალს.
თურქეთისპრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიევში, 2022 წლის 3 თებერვალს.

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და რუსეთის თავდასხმას მიიჩნევს „დიდ დარტყმად“ რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის, - განაცხადა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 24 თებერვალს და გაიმეორა მოწოდება კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების შესახებ.

„ქმედება, რომელსაც საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ, დიდი დარტყმაა რეგიონული მშვიდობის, ჰარმონიისა და სტაბილურობისთვის“, - თქვა ერდოანმა და დასძინა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 24 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა. მან თქვა ასევე, რომ თურქეთი, რომელსაც საზღვაო საზღვრები აქვს რუსეთსა და უკრაინასთან შავ ზღვაში, ორივე ქვეყანას მეგობრად მიიჩნევს და „გულწრფელად დამწუხრებულია“ იმის გამო, რომ მოსკოვსა და კიევს კონფლიქტი აქვთ.

უფრო ადრე, ანკარაში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ სთხოვა თურქეთს რუსეთისთვის გადაკეტოს ბოსფორის სრუტე და რომ ანკარისგან სოლიდარობას და სანქციებს მოელის.

XS
SM
MD
LG