ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური.
უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, 24 თებერვლის დილიდან, რუსეთის სამხედრო დანაყოფები უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ როგორც რუსეთიდან, ასევე ბელარუსიდან.
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ უარყო ბელარუსის ჯარის მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, მაგრამ განაცხადა, რომ „თუ რუსეთს დასჭირდება“, ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება.