თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
დღეს ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- ვეტერინარებს რეცეპტის გამოწერის უფლება არა აქვთ, სად ვიშოვოთ წამლები ცხოველებისთვის?
- ომის საფრთხის წინაშე მდგარმა უკრაინელებმა აღმოაჩინეს, რომ ბომბსაფრები სტრიპ-კლუბებად და ტატუ-სალონებადაა გადაკეთებული
- 17 წლის ქალისთვის თავის მოკვეთამ შეძრა ირანი და განაახლა ქალებზე ძალადობის შესახებ დისკუსია