Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა


სალომე ზურაბიშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
სალომე ზურაბიშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერზე" უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა ტექსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

„ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!" - აღნიშნა ზელენსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი კი წერს, რომ საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის, მიმდინარე რთული გამოწვევის დროს უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი უკრაინას, შესაძლოა, თავს დაესხას 16 თებერვალს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.

XS
SM
MD
LG