Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სასამართლომ რადიო თავისუფლების პროექტ krym.reallii-ს შტატგარეშე თანამშრომელს, ჟურნალისტ ვლადისლავ ესიპენკოს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის სპეცსამსახურები მას ბრალად სდებენ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებასა და შენახვას.

ესიპენკო 2021 წლის მარტში დააკავეს. ფსბ-ს გაუჩნდა ეჭვი, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურებს აწვდიდა ინფორმაციას. მოგვიანებით ის დაადანაშაულეს ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ დამზადებაში. სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ მას ხელყუმბარა უპოვეს.

ჟურნალისტთან თითქმის ერთი თვის განმავლობაში არ უშვებდნენ დამოუკიდებელ ადვოკატებს. თავიდან მან დანაშაული აღიარა, მაგრამ მოგვიანებით უარყო ნათქვამი. მისი სიტყვებით, ჩვენების მისაცემად მას აწამებდნენ, მათ შორის ელექტროშოკით.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ ესიპენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ მედიაკორპორაცია აღშფოთებულია წამებით, რის შესახებაც იტყობინება ყირიმში დაკავებული შტატგარეშე თანამშრომელი. ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვეს აშშ-ის ხელისუფლებამ და უფლებადამცველებმა.

XS
SM
MD
LG