Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები ივლის


1 თებერვლიდან თბილისის იმ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა, ახალი მიკროავტობუსები ივლის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, არცერთი ქუჩა დარჩება.

ხალი მიკროავტობუსები დაინიშნა:

  • ავშნიანის დასახლებაში;
  • გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონების უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში;
  • ინგუშეთის ქუჩაზე;
  • წყაროთუბნის დასახლებაში;
  • ვეძისისა და ზემო ვეძისის ქუჩებზე;
  • ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე;
  • ავჭალის აგარაკებზე.

თბილისში იყო ადგილები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში, არ დავტოვებთ არცერთ ქუჩას, არცერთ უბანს, დასახლებას, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტი არ იმოძრავებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG