აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ გამორიცხავს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას. 25 იანვარს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა, წარმოუდგენია თუ არა პირადად პუტინისთვის სანქციების დაწესება, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ წარმოუდგენია.
აშშ-ის მიერ უცხო ქვეყნების მეთაურებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება იშვიათი მოვლენაა. ვაშინგტონმა სხვადასხვა დროს, მსგავსი სანქციები გამოიყენა ლიბიაში მუამარ კადაფის, სირიაში ბაშარ ასადის და ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.