Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი მესამე მსხვერპლის შესახებ აცხადებს აზერბაიჯანთან საზღვარზე მომხდარ შეტაკებებში


სომხეთის განცხადებით, მისი სამი სამხედრო დაიღუპა აზერბაიჯანთან საზღვარზე მომხდარ შეტაკებებში, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ ქვეყნებს შორის შესაძლოა ხელახალი ომი დაიწყოს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 იანვარს განაცხადა, რომ მესამე ჯარისკაცის გვამი იქნა ნაპოვნი ადგილას, საიდანაც ერთი დღით ადრე ინტენსიური შეტაკებების შესახებ ვრცელდებოდა ცნობები. ამ შეტაკებებს ერევანი და ბაქო ერთმანეთს აბრალებენ, გაფრთხილებების ფონზე, რომ საზღვრის გასწვრივ დაძაბულობა ესკალაციას განიცდის.

აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა უფრო ადრე გამოაცხადეს, რომ შეტაკებებს მათი ერთი სამხედრო ემსხვერპლა.

სომხეთის წარმომადგენლებს მანამდე ორი ჯარისკაცის სიკვდილის შესახებ ჰქონდათ გამოცხადებული, სანამ ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპული მესამე სამხედროს გვამს იპოვიდნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის ძალებს სდებს ბრალს ძალადობაში, ცეცხლის გახსნით 11 იანვარს.

აზრბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საზღვართან მისი ერთი სამხედრო დაიღუპა, რაც იყო "შედეგი სომხეთის პროვოკაციისა" და რომ მისი ძალები "მტრის პროვოკაციას პასუხობდნენ".

XS
SM
MD
LG