Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის და რამდენით გაეზარდა სოციალური პაკეტი 1 იანვრიდან


2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონრებისთვის და ზოგიერთი სოციალური ჯგუფისთვის სახელმწიფოსგან გაცემული პაკეტის მოცულობა გაიზარდა. ასაკით პენსიონრებისთვის თანხის ზრდა "პენსიის შესახებ კანონით" იყო გათვალისწინებული, თუმცა სოციალურ ჯგუფების პაკეტები მთავრობის დადგენილებით გაიზარდა.

ასაკით პენსიონრებისთვის:

  • 70 წლამდე პირთა პენსია - 240 ლარიდან 260 ლარამდე იზრდება (მატება 20 ლარი);
  • 70 წელს ზემოთ პირებისთვის - 275 ლარიდან 300 ლარამდე (მატება 25 ლარი).

გარდა ამისა, მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დასახლებაში:

  • 70 წლამდე პირთა პენსია - 288 ლარიდან 312 ლარამდე იზრდება (მატება 24 ლარი);
  • 70 წელს ზემოთ პირებისთვის - 330 ლარიდან 360 ლარამდე (მატება 30 ლარი).

სოციალური ჯგუფები, ვისაც პენსია გაეზარდა:

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები:

  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 309 ლარიდან 619 ლარამდე (მატება 310 ლარი);
  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 254 ლარიდან 519 ლარამდე (მატება 265 ლარი);
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს – 199 ლარიდან 419 ლარამდე (მატება 220 ლარი);
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 173 ლარიდან 348 ლარამდე (მატება 175 ლარი);
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 144 ლარიდან 319 ლარამდე (მატება 175 ლარი);
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 144 ლარიდან 319 ლარამდე (მატება 175 ლარი);
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 122 ლარიდან 297 ლარამდე (მატება 175 ლარი);
  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 122 ლარიდან 297 ლარამდე (მატება 175 ლარი);
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 107 ლარიდან 282 ლარამდე (მატება 175 ლარი);
  • სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 100 ლარიდან 275 ლარამდე (მატება 175 ლარი).

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 114 ლარიდან 319 ლარამდე (მატება 205 ლარი);
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 92 ლარიდან 297 ლარამდე (მატება 205 ლარი);
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 77 ლარიდან 282 ლარამდე (მატება 205 ლარი);
  • სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 70 ლარიდან 275 ლარამდე (მატება 105 ლარი).

სხვა პირები:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 44 ლარიდან 100 ლარამდე (მატება 56 ლარი);
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს – 44 ლარიდან 100 ლარამდე (მატება 56 ლარი);
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 22 ლარიდან 100 ლარამდე (მატება 78 ლარი);
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს – 22 ლარიდან 100 ლარამდე (მატება 78 ლარი);
  • თავდაცვის ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევისას – 22 ლარიდან 100 ლარამდე (მატება 78 ლარი);
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 22 ლარიდან 100 ლარამდე (მატება 78 ლარი).
XS
SM
MD
LG