ყაზახეთში 2 იანვარს გათხევადებული გაზის ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მძაფრდება. 5 იანვარს, სამთავრობო შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ალმათის ცენტრში კი სამხედრო მანქანების ეკიპაჟი განლაგდა.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

11
ყაზახი სპეცრაზმელი იარაღს უმიზნებს მომიტინგეებს ბარიკადიდან.

12
საპროტესტო აქცია დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ორალში.

13
სისხლი რესპუბლიკის მოედანზე, ქალაქის ცენტრში.

14
დემონსტრანტების მსვლელობა ალმათის ცენტრალურ რაიმბეკის გამზირზე.

15
ჯავშანტექნიკის რიგი რესპუბლიკის მოედანზე.

16
სამართალდამცავები ადრიან დილით სამთავრობო შენობის დაცვისას. 4 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა ყაზახი ერის მისამართით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მთავრობა არ დაეცემოდა და მხარეებს „კონფლიქტის ნაცვლად, ორმხრივი ნდობისა და დიალოგისკენ“ მოუწოდა.

17
მომიტინგეები თავს ესხმიან პოლიციის ფურგონს - საპროტესტო აქციები 4-5 იანვრის ღამეს ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციის მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, არიან დაპატიმრებულები.

18
ყაზახეთის პოლიცია 4-5 იანვრის ღამეს. 5 იანვარს ყაზახეთის მთავრობა გადადგა. მთავრობის მოქმედი წევრები მუშაობას ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებამდე განაგრძობენ.