როგორი იყო ყოველდღიურობა 50 წლის წინ ანუ 1972 წელს? რადიო თავისუფლება მაშინდელი ყოფის აღდგენას ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტოსურათებით შეეცადა.
პიონერები სადღესასწაულო ზეიმზე. სახალხო აღლუმები ბავშვების მონაწილეობით საბჭოთა წყობის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იყო.
სიღნაღში სიმღერის დღესასწაული „ვანოობა“ იმართება, რომელიც სიღნაღში დაბადებული ვანო სარაჯიშვილის პატივსაცემად დაწესდა.
მსახიობ აკაკი ხორავას დაკრძალვა. „ქართველი ოტელო“ აკაკი ხორავა 1972 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.
მაშინ პანაშვიდზე შეიძლება ასეთი ბარათითაც მიეწვიეთ. მოსაწვევები რიგდებოდა ქორწილში დასაპატიჟებლადაც.
„ცისკარი“ მთავარი ლიტერატურული ჟურნალია. 1972 წელს მას ჯანსუღ ჩარკვიანი რედაქტორობს, დიმიტრი ერისთავი ილუსტრაციებით აფორმებს, ჭაბუა ამირეჯიბი კი „დათა თუთაშხიას“ ბეჭდავს გაგრძელებებით. თუმცა, ისევე, როგორც ზოგადად ყველაფერი, რაც იმ პერიოდში იბეჭდებოდა, „ცისკარიც“ საბჭოთა ცენზურის ქვეშ არის მოქცეული და ამას ყდაზე გაკეთებული მინაწერიც მოწმობს.
„საქართველოს ქალიც“ გამოდის. აქ საბჭოთა იდეოლოგია კიდევ უფრო მძაფრად შეინიშნება. მაგალითად, ამ ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ: „ასე ცხოვრობს ამბროლაური“, „წესრიგის დამცველები“, „გრიგორი სკოვოროდა“, „ბავშვი და ალკოჰოლი“, „გახსენება“, „ბრონქულ ასთმაზე შეტევა გრძელდება“...
მეორე მსოფლიო ომი 27 წლის წინ დასრულდა. ვეტერანები ჯერ კიდევ მხნედ არიან.
ედუარდ შევარდნაძეც ახალგაზრდად გამოიყურება და მოსკოვში სიტყვით გამოდის. 1972 წელს ედუარდ შევარდნაძე ჯერ თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა, შემდეგ კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად.
ქართველი დელეგატები კრემლს სტუმრობენ.
კადრი „ჩაძირული ქალაქის მაძიებლებიდან“. ფილმი ეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა.
„როცა აყვავდა ნუში“ - ლანა ღოღობერიძემ ეს ფილმი 1972 წელს გადაიღო. ფილმში ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი პრობლემების გარდა, ასახულია საზოგადოების რეალური სახეც, ადამიანების სიყალბე და ფარისევლობა, რისი წარმოჩენაც საბჭოთა „უნაკლო“ ეპოქაში იშვიათობა იყო.
1972 წელს გარდაიცვალა დრამატურგი პოლიკარპე კაკაბაძე, ავტორი პიესისა „ყვარყვარე თუთაბერი“.