"მელია ლიდერად არ აღიქმება, რაღაცა სლენგი რომ ვიხმარო, ბოევიკების ლიდერს უფრო გავს, ვიდრე პარტიულ ლიდერს".
გია ვოლსკიმ ეს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" 24 დეკემბერს განაცხადა. გადაცემაში მან სკეპტიკურად შეაფასა პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესის პერსპექტივა და ასევე ისაუბრა საშინაო და საგარეო გამოწვევებზე.