Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანაში „ომიკრონით“ პირველი პაციენტი გარდაიცვალა


ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“, დიდ ბრიტანეთში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ მოსახლეობას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აცნობა, დასავლეთ ლონდონში მდებარე ვაქცინაციის ერთ-ერთ კლინიკაში ვიზიტის დროს.

„სამწუხაროა, რომ, დიახ, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზებას და სამწუხაროა, რომ „ომიკრონით“ დაინფიცირებული სულ მცირე ერთი პაციენტი გარდაიცვალა“, - მოჰყავს ჯონსონის სიტყვები ტელეკომპანია Sky News-ს.

მანამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვინაიდან „ომიკრონი“ „განსაცვიფრებელი სისწრაფით“ ვრცელდება და ამ შტამზე მოდის ლონდონში ინფიცირებულთა 40%, ამიტომ საჭიროა ხელახალი ვაქცინაცია, რადგან რევაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან.

ნოემბრის ბოლოს, როდესაც ტელეკომპანია ბი-ბი-სის ცნობით, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალ შტამით - „ომიკრონით“ - დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ბორის ჯონსონმა გაამკაცრა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები. ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ იმით გაამართლა, რომ მკაცრი ზომების გარეშე „ომიკრონით“ დაავადებულთა რაოდენობა მილიონს მიაღწევდა.

XS
SM
MD
LG