Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის საქმე

  • უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
  • მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
  • 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლას და 50-დღიანი შიმშილობაც შეწყვიტა: „მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით. და განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუე ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას..."
  • მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი საქმის განხილვა მიმდინარეობს. საზღვრის უკანონო გადალახვასთან დაკავშირებული სულ ბოლო ბრალდების გარდა, სამართალწარმოება ასევე გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრისა და საბიუჯეტო თანხის [დაახლოებით 9 მილიონი ლარის] გაფლანგვის ბრალდებებით.
  • 2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.​მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

პენიტენციური: სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კომენტარი გაკეთდება მედიისთვის

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG