Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: 15-ში ჩვენი აქციებით გადაიკეტება მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე


ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ნოემბერი, 2021 წელი
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ნოემბერი, 2021 წელი

15 ნოემბერს, 15-დან 17 საათამდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

„მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!“ - წერს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფეისბუკზე და ამატებს: „გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში!“

პოსტის თანახმად, შეკრების ზუსტი ადგილმდებარეობა დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად, ყოველდღიურად აწყობს საპროტესტო აქციებს. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს ყოფილი მოშიმშილე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

სააკაშვილი საქართველოში დაკავების დღიდან შიმშილობს. 8 ნოემბერს ის, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გლდანის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთათვის განკუთვნილ კლინიკაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG