Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მონა", "სირცხვილია" - სალომე ზურაბიშვილს პარიზში მცხოვრები ქართველები შეძახილებით დახვდნენ


საქართველოს პრეზიდენტი პარიზში "გრანდ კაფე კაპუცინზე" ვახშმობდა, როცა პარიზში მცხოვრები ქართველი აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ. პროტესტის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის დახვედრა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:59 0:00

"ეს იყო ჩვენი პირველი პერფორმანსი, როცა პირდაპირ მივედით და გამოვთქვით ჩვენი პროტესტი იმაზე, რასაც არ ვეთანხმებით.

გავხდით აქტივისტები იმის შემხედვარე, რაც ხდება საქართველოში. იმისთვის რომ დავიცვათ ყველა მოქალაქის და, მით უმეტეს, პრეზიდენტის, რომელმაც ფეხზე დააყენა საქართველო, ელემენტარულ უფლებებზეა საუბარი. ამჟამინდელი მარიონეტი პრეზიდენტის უგულობა ამ სიტუაციაში ძალიან გვაკვირვებს. ჩვენც საფრანგეთში გავიზარდეთ, 20-25 წელია აქ ვცხოვრობთ და ძალიან გვიკვირს, როგორ შეიძლება იყო უგულო, მით უმეტეს, როცა ისეთ ქვეყანაში გაიზარდე, როგორიც არის საფრანგეთი", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან თამარ დემურია, ორგანიზაცია "საფრანგეთიდან დანახული საქართველოს" დამფუძნებელი.

ორგანიზაცია ცდილობს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქტიურად მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივ სტრუქტურებს. მათ გაუგზავნეს ოფიციალური წერილი პრეზიდენტ მაკრონსაც, იმ მიზნით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ამ შემთხვევაში საფრანგეთმა, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის გათავისუფლებას და მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობას.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პრეზიდენტ მაკრონსაც.

XS
SM
MD
LG