Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: გავრცელებული კადრებით სააკაშვილის პატივის, ღირსების უფლება დაირღვა


საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას და ამას აფასებს, როგორც პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.

"ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი მოითხოვს, იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.

დღეს, 11 ნოემბერს სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ კადრებში ჩანს, როგორ აყენებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფას. გავრცელებული ვიდეომასალები დამონტაჟებულია და არ ასახავს გადაყვანის პროცესს სრულად.

"კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოქვეყნებული კადრები ასახავს პატიმრის პროტესტს, რომელიც უარს ამბობს საკუთარი ნებით გლდანის სამკურნალო დაწებულებაში შესვლაზე.

"რას ნიშნავს დავმშვიდდე, პუტინის დავალებას ასრულებთ, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!.. მომისმინეთ კარგად, არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით. არცერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, ვერცერთ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით... თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები. შენ ხარ მკვლელი... მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში..." - ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურიმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სააკაშვილის იქ მიყვანის მომენტიდან პატიმრების საკნებიდან ისმოდა მისი მისამართით

XS
SM
MD
LG