Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია იწყება


საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მოზარდებს აცრისთვის დასჭირდებათ მშობლის თანხმობა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს „ფაიზერის“ ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

12+ ასაკის მოზარდების აცრა ამ დრომდე საქართველოში შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუკი მათ ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და მიეკუთვნებოდნენ რისკჯგუფებს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დღემდე გაკეთებულია 2 010 783 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 052 313 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.0 %. სრულად ვაქცინირებულია 954 991 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.4%. 8 ნოემბერს აიცრა 5 254 ადამიანი

საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

XS
SM
MD
LG