"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამი თვის თავზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა მათ კუთვნილი მიკროფონი დაუბრუნა.
"რაც შეეხება "მთავარი არხის" კი არა და, ემა გოგოხიას მიკროფონს, ქალბატონ ემას შეუძლია, ნებისმიერ დროს, ეს მიკროფონი ჩემგან წაიღოს, ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და, ალბათ, მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა, შეძლებს ის თავისი მიკროფონის დაბრუნებას იმიტომ, რომ თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გესაუბრებათ, განიცადეთ პოლიტიკური კრახი", - თქვა 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ წულუკიანმა.
საქართველოს კულტურის მინისტრმა "მთავარი არხის" კორესპონდენტს სამეგრელოში, ემა გოგოხიას მიკროფონი 22 ივლისს წაართვა, სენაკში, ფონდ "ქართუს" მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე. ამ ფაქტის გამო "მთავარმა არხმა" პროკურატურას მიმართა.