Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ისევ წყვეტს მედიკამენტების მიღებას და უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე


რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ისევ წყვეტს მედიკამენტების მიღებას და უარს ამბობს მისთვის შექმნილ კონსილიუმის წევრებთან კომუნიკაციაზე. მისი წერილი მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა გააცნო ჟურნალისტებს.

"როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების..

სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", - ეწერა სააკაშვილის მიმართვაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ის სამედიცინო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მასზე დასაკვირვებლად გლდანის ციხის კლინიკაში არ არის. სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გავრამია ამბობს, რომ "მილევად რეჟიმში" მყოფი ციხის საავადმყოს გადაიარაღება საგანგებოდ სააკაშვილის მისაღებად დაიწყეს.

XS
SM
MD
LG