Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება


"ნაციონალური მოძრაობა" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქციას "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" მართავს. მოქალაქეები მერიასთან არიან შეკრებილი, სადაც საგანგებოდ არის სცენა მოწყობილი სიტყვით გამომსვლელებისთვის.

აქციის მონაწილეები საქართველოს დროშებით არიან მისული და პერიოდულად სკანდირებენ "მიშა, მიშა!" აქციის დაწყებამდე, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ჩართეს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და სადაც ის საუბრობს, რომ იმყოფება მის საყვარელ და მონატრებულ სამეგრელოში, მის დედულეთში. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარტიის ლიდერები და წევრები. მათ შორის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია.

"მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ ზუგდიდელი, ზუგდიდის მერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას, მერი, მთავარია მას უყვარდეს საქართველო და სამშობლო... მე დამწამეს ცილი, რომ ზუგდიდი არ ვიცი, იმიტომ, რომ 15 წლის შემდეგ რამდენიმე დღე ჩამოვდიოდი მშობლებთან... არ იცისო სოფლებიო, მომისმინე ბატონო მთავრობავ, ყველა სოფელი ორჯერ შემოვიარე, ათი ათასობით ადამიანს შევხდი და ბედნიერი ვარ ღმერთის, რომ არ მომკლა ისე, რომ არ მენახა ჩემი მეგრელი ხალხის სიყვარული ჩემ მიმართ და ჩემი ნიკას [მელიას] მიმართ", - თქვა ანზორ მელიამ, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა.

აქცია 26 ოქტომბერს ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ დაანონსა. მისი სიტყვებით, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს. ამიტომ როგორც მან აღნიშნა, მთავარი მოთხოვნა, მისი გათავისუფლება იქნება.

XS
SM
MD
LG