საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავისურის მქონე 9 742 ემსხვერპლა ამ ვირუსს და მისგან გამოწვეულ გართულებებს. უკანასკნელ 24 საათში 4 483-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 32 011 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 436 შემთხვევა.
23 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 10.73%
- ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.13%
- ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.06%
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც:
- 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 256, აჭარაში - 496, იმერეთში - 1 288.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში - 545, აჭარაში - 132, იმერეთში - 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 28.
- 957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 218 - აჭარაში.
- 44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 692 240 შემთხვევა.