ვასილ ბალიაშვილი რომში ცხოვრობს და ქართველ კათოლიკეთა ისტორიას იკვლევს. ის ვატიკანის „პონტიფიჩა უნივერსიტა გრეგოგიანას“ (პაპის გრეგორიანული უნივერსიტეტის) ლიცენციატია ეკლესიის ისტორიაში. სულ მალე იტალიურ ენაზე გამოიცემა მისი ნაშრომი, რომელიც ეხება ქართველ კათოლიკეებს და მათ ბრძოლას ეროვნული იდენტობისთვის.