სოხუმიდან წამოსული ოჯახის ვაჟი, ლევან მანია 16 წლის იყო, როცა მამამ სწავლის გასაგრძელებლად ავსტრალიაში, ადელაიდის უნივერსიტეტში გაგზავნა. 1990 წელს თბილისში დაბადებულმა ხელოვანმა თავი თეატრს მიუძღვნა და მისი, როგორც თეატრის რეჟისორის, ბოლო ნამუშევარია შემოდგომაზე პრაღაში წარმოდგენილი ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ ინგლისურენოვანი ვერსია.