Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: რასაც ვაკვირდებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობის შესახებ.

„რასაც ვაკვირდებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი. ეს არის ძალიან კარგი პროცესი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რასაც ქართული საზოგადოება ელოდება უკვე წლების განმავლობაში. პრაქტიკულად უკვე ორი ათწლეულია, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აძლევს მოსვენებას, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას. ეს კონკრეტულ შედეგებშია გამოხატული. ყველაზე მძიმე შედეგი არის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც არის მთავარი ბოროტება, რაც ჩაიდინა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმმა. თუმცა ამის მიღმა იყო ძალიან მძიმე დანაშუალებები: ადამიანების წამება, ბიზნესების დაყაჩაღება და ა.შ. უამრავი დანაშაული, რისი მსხვერპლიც იყო ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანი გახდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG