Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციის მონაწილეები იკრიბებიან


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე შეკრება დაიწყეს. მოქალაქეების ნაწილი რაიონებიდან ჩამოვიდა. ახლა რუსთაველის გამზირზე მსვლელობაა, მოქალაქეები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

აქციაზე უკვე მისულია რამდენიმე ათასი ადამიანი.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG