Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუღანლოელებმა ცხვარი დაუკლეს მოშიმშილე სააკაშვილს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად რუსთავის მე-12 საპყრობილესთან მივიდნენ სოფელ მუღანლოს მცხოვრებნი, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები და ხილის წვენი მიუტანეს.

მაჰამად ეიბოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა".

ეიბოვის თქმით, ცხვარი და ნაზუქები სწორედ მიხეილ სააკაშვილსითვის მიიტანეს ციხესთან.

"რასაც აქ ხედავთ, ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა", - თქვა მაჰამად ეიბოვმა.

მუღანლოელბმა მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ძღვენი დაუტოვეს ბათუმელ ტარიელ მეკეიძეს, რომელიც რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მეხუთე დღეა იმყოფება.

მუღანლოელებმა ცხვარი დაუკლეს მოშიმშილე სააკაშვილს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

ტარიელ მეკეიძის თქმით, თუ ადმინისტრაცია მიიღებს, დაკლულ ცხვრს მე-12 საპყრობილეს გადასცემენ პატიმრებისთვის.

მუღანლო (2014 წლამდე იორმუღანლო) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რომელშიც 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად ეთნიკური აზებაიჯანელები.

XS
SM
MD
LG