პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა "სისხლიან პროვოკაციას" რუსთაველის გამზირზე, სადაც 3 ოქტომბერს დიდი საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო.
„ჩვენ სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ბინძური პროვოკაცია. კულმინაციის დროს, ალბათ, მაქსიმუმ 10 ათასი კაცის მობილიზებას შეძლებდნენ. პოლიციას მოუწევდა მისი დაკავება, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენებით. ამ დროს ვერსიად განიხილავდნენ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის მკვლელობას. პირდაპირ გითხარით, შიდა ინფორმაცია გვაქვს, რომ ამგვარად იგეგმებოდა ჩვენი ხელისუფლების ბოლომდე დელეგიტიმაცია. სრულად დავკარგავდით ლეგიტიმიურობას. უცხოეთში აჩვენებდნენ, ნახეთ რა ხდება, ხოცავენ ოპოზიციის ლიდერებს და რეალურად მოითხოვდნენ არა სააკაშვილის დაკავებას, არამედ მთავრობის გადაგომას და ახალი არჩევნების დანიშნავს. ასეთი მასშტაბის პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენ ქვეყანას და ხალხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს-პრემიერ მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე უწოდა „ავადმყოფი კაცი“:
„ამ ავადმყოფმა კაცმა დაიჯერა და, ალბათ, ჩვენც დავაჯერეთ კარგად, რომ აქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ყველაფერი შეიძლებდა გაეკეთებინა. იფიქრა, რომ ამას გააკეთებდა ჩვენს დროს, ჩვენს პირობებში. ცეხცლს ეთამაშებიან, მათ არ იციან, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროვოკაციის სცენარიის წინააღმდეგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელსაც, მისივე თქმით, დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა და აქვს მიხეილ სააკაშვილთან.
„მელია არის ბედნიერი, რომ მიშა ციხეშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.