Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნება“ ლიდერობს


ცენტრალური სააარჩევნო კომისიის(ცესკო) მიერ დილის 7:00 საათისთვის გასაჯაროებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა მმართველ პარტიას აქვს.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილი 3743 უბნიდან 1446-ის შედეგებით:

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 48.56%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 31.23%,

„გახარია - საქართველოსთვის“ - 6.87%,

„ლელო“ – 2.6%,

"ევროპული საქართველო" - 1.82%;

"დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი" - 1.42%;

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1.27%,

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1.25%;

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება“- 1.04 %.

დანარჩენ პარტიებს 1%-ზე ნაკლები აქვთ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში 50 სუბიექტი იყო დარეგისტრირებული.

ცესკომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნება საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათის შემდეგ დაიწყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG