ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. ეს მონაცემები 18:00 საათის მდგომარეობას ასახავს.
კვლევის მიხედვით, მეორე ტური მეორობის ორ კანდიდატს შორის - კახა კალაძესა ("ქართული ოცნება") და ნიკა მელიას ("ნაციონალური მოძრაობა") შორის იმართება.
- კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 43%;
- ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 39%;
- გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 7%;
- ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 4%;
- ანა ბიბილაშვილი (ლელო) - 2%;
- გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 1%.
არჩევნებში გასამარჯვებლად 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.
კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%. კვლევის სხვა დეტალები იხილეთ "ფორმულაზე".