Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერმა ბოდიში მოუხადა გუნდის წევრებს რადგან მოუწიათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბოდიში მოუხადა „ქართული ოცნების“ წევრებს. როგორც პრემიერი ამბობს, მათ მიზანმიმართულად დაუმალეს ინფორმაცია გუნდის წევრებს.

„ძალიან მარტივად ვეტყვი საზოგადოებას, რომ დღეს არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ არ იცოდა ეს. მანდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებსაც დღეს მოუწიათ ამის საპირისპირო განცხადებების გაკეთება. ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან ეს იყო ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილს სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.

XS
SM
MD
LG