თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის და თბილისის მერების გამოსავლენად საჭირო გახდება მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში პირველ ადგილზე ოპოზიციის კანდიდატები არიან.
109 უბნიდან 50-ის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამას და ამავე პარტიის კანდიდატს, ანზორ მელიას ხმების 47.76% აქვს. 40.43%-ით მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია.
არჩევნების წინასწარი შედეგები საქართველოს 4 თვითმმართველ ქალაქში.