ეს და სხვა სავარაუდო დარღვევები აღრიცხეს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 15:00 საათისთვის.
17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 41.35%-ია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ფაქტის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ.
"ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს, ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - თქვა ილია მეორემ.