ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში - 3 პირი, ასპინძაში - 2 პირი, ლანჩხუთში - 1 პირი და თბილისში 1 პირი.
ბათუმში ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა გამარჯვება იზეიმეს. ცესკოს 105 უბნიდან დათვლილი 44 უბნის შედეგებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ლიდერობს.