Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინასებაში


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდეტი, ნიკოლა სარკოზი
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდეტი, ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის სასამართლომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში და ერთი წლით შინა პატიმრობა მიუსაჯა მას.

66 წლის სარკოზის, 30 სექტემბერის განაჩენის თანახმად, ელექტრონული სამეთვალყურეო სამაჯური ეკეთება.

სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულში, როცა მან საარჩევნო კამპანიისას კანონით დაშვებული 22,5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი დახარჯა და შემდეგ ამის საფინანსო მაქინაციებით დამალვას ცდილობდა. მან წააგო ეს საპრეზიდენტო არჩევნები სოციალისტ კანდიდატ ფრანსუა ოლანდთან პაექრობაში.

სარკოზი დანაშაულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ თავისი კამპანიის საფინანსო საკითხებში არ ერეოდა და არ იცოდა გადახარჯვის შესახებ.

2007-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის ადვოკატის, თიერი ერჰოგის თანახმად, განაჩენს გაასაჩივრებენ.

თვითონ სარკოზი პარიზის სასამართლოში გამართულ პროცესზე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

სარკოზი მარტში დამნაშავედ ცნეს სხვა საქმის გამო, რომელიც საკასაციო სასამართლოს თანამშრომლის მოსყიდვის მცდელობას ეხებოდა, როცა სარკოზი შეეცადა კამპანიის უკანონო დაფინანსების გამოძიების ინფორმაცია მოეპოვებინა.

მას მიუსაჯეს სამწლიანი პატიმრობა, მათგან ორი - პირობით. სარკოზი ამ საქმის გამოც არ ჩაუსვამთ ციხეში, რადგან ეს განაჩენიც გასაჩივრებულია.

XS
SM
MD
LG